ფეხბურთი

10:28 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე კაპანაძის მეორე საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ტრენჩინი“ 4:1 გაანადგურა, ხოლო ცოტნე კაპანაძე საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ფეხბურთელის გადაცემით დამირ რეჯიჩმა 74-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. ცოტნემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გაგუა თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.

კაპანაძემ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში. „დუნაისკა სტრედა“ ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 8 ქულით მესამეა და მომდევნო ტურში „სპარტაკ ტრნავას“ სტუმრად შეხვდება.

0.099377