ფეხბურთი

13:52 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "ტრანსფერი? ამჟამად "სენტ ეტიენში" ვარ და აქ ვთამაშობ"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ბულონთან“ მატჩის (1:0) შემდეგ, რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, რთული თამაში იყო, მაგრამ მოგება დაიმსახურეს. დავითაშვილს ტრანსფერზეც ჰკითხეს, რაზეც მოკლედ უპასუხა:

“რთული მატჩი იყო, სამი მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მატჩში სამი ქულა ავიღოთ. ჩვენს წინააღმდეგ ყველა გუნდი ღრმად თამაშობს. ხშირად ერთნაირია. გვქონდა შანსები და მეორე ტაიმში გოლი გავიტანეთ. რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ.

გასულ სეზონში ლიგა 1-ში ეს საერთოდ არ იყო ერთი სტილის მატჩი. ყველა გუნდი უფრო მაღალ პრესინგს თამაშობდა. ლიგა 2-ში გუნდები უფრო ღრმა დაცვიდან თამაშობენ, როგორც „ბულონი“. მეტი ინიციატივა უნდა ავიღოთ. ლიგა 1 და ლიგა 2 ერთნაირი არ არის. „ბულონმა“ დღეს კარგად ითამაშა. მათ კარგი ძალისხმევა გაიღეს. ისინი კარგად თამაშობდნენ დაცვაში, კონტრშეტევაზე. ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება, რადგან მატჩს ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთია.

ჩემი გოლი? არ მგონია, რომ ეს ინდივიდუალური გოლი იყოს, უბრალოდ კარგი კომბინაციაა. შემდეგ, დიახ, ცოტა უფრო ინდივიდუალური იყო, კარგი შეხებით და ლამაზი დარტყმით. ვარჯიშებზე, კუთხურებისა და საჯარიმო დარტყმების სწრაფად გათამაშებაზე ვმუშაობთ.

სატრანსფერო ფანჯარა? არ მინდა ამაზე საუბარი. ამჟამად „სენტ ეტიენში“ ვარ და აქ ვთამაშობ. ეს ორი გოლი სამ თამაშში საუკეთესო პასუხია? დიახ (იღიმის - რედ)“, - აღნიშნა ზურიკომ.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილმა ბოლო ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში შედის. „სენტ ეტიენი“ 7 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 აგვისტოს, „გრენობლს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.061615