ჭიდაობა

20:30 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კოჩალიძის ოქროს მედალი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე ლუკა კოჩალიძე ოქროს მედალს დაეუფლა.

87 კგ წონით კატეგორიაში კოჩალიძემ ხორვატი ბრანკო დუკიჩის (2:1), უკრაინელი პავლო ტორიანიკის (5:1), სომეხი ერიკ ტერ მატევოსიანის (2:2) და ფინელი ელიას ლიისკის (6:0) ბარიერი დაძლია. ქართველის მეტოქე ფინალში აბდურახმან აბდულკადიროვი იყო, რომელსაც 2:1 მოუგო და ჩემპიონი გახდა.

დღესვე ოქროს მედალი მოიპოვა ანრი ფუტკარაძემ (77 კგ). შედეგად, საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს (ვახტანგ ლოლუა) მედლით დაასრულა.

მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველომ გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09972