ფეხბურთი

23:05 | 24.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" "სამგურალს" აჯობა, "გარეჯი" და "კოლხეთი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტური დღეს ორი მატჩით დასრულდა.

„გაგრამ“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ დამაჯერებლად აჯობა. მასპინძლები პირველ ტაიმში რიჩმონდ ადეიეიეს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს „გაგრა“ გია ნადარეიშვილის გაძევების შემდეგ მოედანზე კაცნაკლული დარჩა.

თუმცა, „სამგურალმა“ ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და მე-60 წუთზე დავით მუჯირმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „გაგრა“ 26 წულით მეექვსეა და მომდევნო ტურში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალს“ 23 ქულა აქვს, მეშვიდეა და „იბერიას“ დაუპირისპირდება.

აუტსაიდერების, „გარეჯისა“ და „კოლხეთის“ მატჩი ფრედ დასრულდა. მასპინძლები ლევან პაპავას გოლით სწრაფად დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის ბოლოს ევგენ ლეშჩინსკის გაძევება მოჰყვა და ფოთები 10 კაცით დარჩნენ. თუმცა, „კოლხეთმა“ მეორე ტაიმში თამაში მაინც გადაარჩინა.

აკაკი გიუნაშვილმა მეორე ნახევრის სტარტზე გაათანაბრა. შემდეგ ისევ „გარეჯი“ დაწინაურდა ნიკა კაჭარავას გოლით, მაგრამ 77-ე წუთზე დიტო ფაჩულიამ პენალტით მეორედ გაათანაბრა - 2:2.

„გარეჯი“ 22 ქულით მერვეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი აქვს, ხოლო „კოლხეთი“ 15 ქულით ბოლო პოზიციაზეა და „გაგრას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09506