"ტოტენჰემმა" 20 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ნიკო პასის ტრანსფერზე "კომოს" ოფიციალური 70 მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა იტალიური კლუბისგან მკაცრი უარი მიიღო.
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ტოტენჰემს" უკვე მეორე ტრანსფერი ჩაეშალა, ჯერ იყო და ებერეჩი ეზემ ბოლო მომენტში თქვა უარი "დეზებში" გადასვლაზე, ახლა კი ინგლისურ კლუბს ნიკო პასის ტრანსფერზე უთხრეს უარი.
როგორც ფაბრიციო რომნანო იტყობინება, აღნიშნული გარიგება არც თავად ნიკო პასს სურდა. არგენტინელი თავს "კომოში" შესანიშნავად გრძნობს და მისი მიზანი ჯერ აქ თამაში და შემდეგ "რეალში" დაბრუნებაა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო პასი "რეალის" აღზრდილია, საიდანაც 2024 წელს "კომოში" 6 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. აღნიშნული გარიგებაში კი ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის დაბრუნება 10 მილიონის ნაცვლად შეუძლია.