ფეხბურთი

15:00 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეშმა "ფულემთან" ვერ გატანილ პენალტში შეხვედრის მსაჯი დაადანაშაულა (+VIDEO)

მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში ორი ტურის შემდეგ მოუგებელია. რუბენ ამორიმის გუნდმა მეორე ტურში სტუმრად „ფულჰემს“ ვერ მოუგო, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

"წითელი ეშმაკების" კაპიტნმა ბრუნო ფერნანდეშმა მატჩის 38-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მთავარი მსაჯი კრის კავანა დაადანაშაულა.

"პენალტის დარტყმის დროს გაბრაზებული ვიყავი, რადგან კავანასგან ბოდიშის მოხდას ველოდი, რაც მან არ გააკეთა. მიუხედავად ყველაფრისა მარტო მასზე დაბრალება სწორი არ იქნება, რადგან ბურთს ფეხი სათანადოდ ვერ დავარტყი და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა." - განაცხადა ბრუნომ.

როდესაც "ფულემის" კარში პენალტი დაინიშნა, ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი პენალტის ნიშნულთან დადო და თავისი რიტუალის შესასრულებლად მოემზადა, თუმცა უკუსვლის დროს შეხვედრის მთავარ მსაჯს შეეჯახა, რის გამოც ბურთის თავიდან გასწორება მოუწია.სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც პორტუგალიელი კავანაგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერს“ ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში 30 აგვისტოს, „ბარნლის“ უმასპინძლებს. „ფულჰემს“ ორი ქულა აქვს და „ჩელსის“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094616