ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში „არსენალმა“ „ლიდს იუნაიტედს“ უმასპინძლა, რომელიც 5:0 გაანადგურა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში ლონდონელების ლიდერებმა ბუკაიო საკამ და მარტინ ოდეგორმა დაზიანებები მიიღეს, რის გამოც შემდეგ ტურში უმნიშვნელოვანეს მატჩს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამოტოვებენ.
ბუკაიო საკამ დაზიანება მატჩის მეორე ტაიმში მიიღო და 53-ე წუთზე მოედნის დატოვებაც მოუხდა, როგორც უკვე დადასტურებულად ვიცით, ინგლისელ გარემარბს მინიმუმ 4 კვირით უქმობა მოუწევს, ხოლო რაც შეეხება მარტინ ოდეგორს, ნორვეგიელს მოდენის დატოვება 38-ე წუთზე მოუწია, მას მხრის ტრავმა აქვს და ვარჯიშის განახლებას დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს.
ცნობისთვის, "არსენალის" ლაზარეთში ოდეგორისა და საკას გარდა, კაი ჰავერცი და გაბრიელ ჟესუსისც არიან.
„არსენალი“ 6 ქულით „ტოტენჰემთან“ ერთად სათავეში უდგას პრემიერლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, „ლივერპულს“ სტუმრად დაუპირისპირდება.







