ფეხბურთი

16:58 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯობ ბელინგემის მშობლებს "დორტმუნდის" გასახდელში შესვლა აუკრძალეს

ბუნდესლიგის პირველ ტურში "დორტმუნდის ბორუსია" სტუმრად "ზანკტ პაულის" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. ნიკო კოვაჩის შეგირდები 86-ე წუთამდე 3:1 იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაში ბუნდესლიგის ეგიდით დებიუტი ჰქონდა ჯობ ბელინგემს, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალეს. მატჩს ესწრებოდნენ, ჯობის მშობლები: მარკი და დენიზ ბელინგემები, რომლებიც მათი შვილის ნაადრევად შეცვლის გამო გაბრაზებულები იყვნენ და ფეხბურთელების გასასვლელ "ტუნელში" "დორტმუნიდს" სპორტულ დირექტორს ელოდებოდნენ, რათა აღნიშნულ საკითხზე სებასტიან კელთან საუბარი სურდათ. როგორც Sky Sports Germany-ი იუწყება, მსგავსი საქციელის გამო კლუბმა ჯობის მშობლებს გუნდის გასახდელში შესვლა აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ჯობი მისი ძმის კვალს გაჰყვა და ჯუდის მსგავსად ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "სანდერლენდიდან" "დორტმუნდში 27 მილიონის ნაცვლად გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093074