„კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა „პეტროლულთან“ მატჩის (2:0) შემდეგ, რომელშიც საგოლე პასი მიითვალა, კომენტარი გააკეთა:
„პეტროლთან“ მატჩი ცოტა რთულად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ამის შეცვლა მოვახერხეთ. ბედნიერები ვართ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილს ვინარჩუნებთ. იგივე ტემპით უნდა გავაგრძელოთ და ახლა კონფერენს ლიგაზე შემდეგი მატჩისთვის ვემზადებით. ჩემპიონატი ხანგრძლივია და უნდა ვეცადოთ, დადებითი შედეგების სერია შევინარჩუნოთ“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 5 საგოლე პასია - ოთხი ჩემპიონატში და ერთი კონფერენს ლიგაზე.
„კრაიოვა“ 19 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 31 აგვისტოს, სტუმრად „ბოტოშანის“ დაუპირისპირდება. მანამდე ხუთშაბათს, კონფერენს ლიგაზე „ბაშაკშეჰირს“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე 2:1 გაიმარჯვა.