ფეხბურთი

22:24 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" სეზონი საბა გოგლიჩიძის გარეშე და ქულით დაიწყო

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ „ვერონას“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში უდინელები ტომას კრისტენსენის გოლით დაწინაურდნენ, რასაც 20 წუთში სერდარმა უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1. საბა გოგლიჩიძე სათადარიგო სკამზე იყო და არ უთამაშია.

„უდინეზე“ მეორე ტურში 31 აგვისტოს, სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093322