„ლევერკუზენის“ მცველი პიერო ინკაპიე ლონდონის „არსენალში“ ტრანსფერთან ახლოსაა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის პირად კონტრაქტზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, რომელიც ძალაში 2030 წლის ზაფხულამდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეკვადორელის მიმართ მანამდე „ჩელსიმ“ გამოხატა ინტერესი, თუმცა სიტუაცია ვერ განავითარა. შესაბამისად, ახლა ფეხბურთელი „მეთოფეებში“ უნდა გადაბარგდეს.
პიერო ინკაპიე „ლევერკუზენში“ 2021 წლიდან თამაშობს და 166 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე „ინდეპენდიენტე დელ ვალესა“ და „ტალერესის“ წევრი იყო.






