ფეხბურთი

22:58 | 25.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" დანიელი ფორვარდის შეძენას უახლოვდება

„ნაპოლი“ რასმუს ჰოილუნის შეძენას უახლოვდება. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, დღეს იტალიური კლუბისა და „მანჩესტერის“ წარმომადგენლებს შორის ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი შედგა დანიელის ტრანსფერზე.

დეტალებიც ცნობილია: ჰოილუნი „ნაპოლის“ იჯარით (5 მილიონი ევრო) და გამოსყიდვის უფლებით (40 მილიონი ევრო) უნდა შეუერთდეს. შეთანხმებულია პირადი კონტრაქტიც, რომელსაც 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

„აძურის“ ჰოილუნი რომელუ ლუკაკუს შემცვლელად სჭირდება, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და 4 თვე ვერ ითამაშებს.

22 წლის რასმუს ჰოილუნმა „მანჩესტერში“ 2023 წლიდან 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მას იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ერთი სეზონი „ატალანტაში“ გაატარა. მანამდე დანიელი გრაცის „შტურმის“ და „კოპენჰაგენის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088857