სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:52 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: “კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელი არ არსებობს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის გერმანელი ტონი კროოსის განცხადებით, კრისტიანუ რონალდუ დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელია.

“დღეს კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელი არ არსებობს. როცა “რეალში” ჩავირიცხე, მაშინვე შევამჩნიე, თუ როგორი მეგობრული იყო რონალდუ, ის ძალიან კარგი ბიჭია. “სამეფო კლუბში” მაღალი სტანდარტებია, ასევე იყო ჩემს ყოფილ კლუბში. ამიტომ, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დამჭირდა. ახლა კი “რეალში” თამაშით სიამოვნებას ვიღებ. შეიძლება ვინმეს არ სჯეროდეს, მაგრამ “რეალი” ოჯახური და შეკრული კლუბია” – გერმანელის სიტყვებს Die Welt ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი ამ ზაფხულს “ბაიერნიდან” გადავიდა“რეალში”.

0.09793