ფეხბურთი

13:42 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მიზნები დაასახელა მომავალ მატჩებში

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა თავისი გუნდის მიზნებზე მომავალ მატჩებში: ჩილესთან (4 სექტემბერს, შინ) და ბოლივიასთან (9 სექტემბერს სტუმრად).

„წინ ორი ბოლო შესარჩევი თამაში გველის, ეს ეტაპი კარგად უნდა დავასრულოთ. კმაყოფილი ვარ ბოლო ორი მატჩით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - გუნდში არსებული პოზიტიური ატმოსფეროთი და უნდა გამოვიყენოთ ეს თამაშები ჩილესთან და ბოლივიასთან, რათა შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.

„ოქტომბერში, ნოემბერსა და მარტში მომდევნო ამხანაგურ მატჩებში ჩვენი მიზანია ფეხბურთელების უკეთ გაცნობა. საბედნიეროდ, ბრაზილიას მთელ მსოფლიოში გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს. ახალი შემადგენლობის შეკრება ადვილი არ იქნება, მაგრამ მომავალი თამაშები უნდა გამოვიყენოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლისთვის საბოლოო შემადგენლობის მოსამზადებლად 10 თვე გვექნება“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ არც ამჯერად გამოიძახა ნაკრებში ნეიმარი.

„ნეიმარი გუნდში არ არის, რადგან გასულ კვირას ჯანმრთელობის მცირე პრობლემა ჰქონდა, თუმცა მას ტესტების გავლა არ სჭირდება. ყველა იცნობს ნეიმარს. ნეიმარი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს, რათა გუნდს დაეხმაროს“, - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09156