ფეხბურთი

15:16 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ გატარებულ წლებზე: „ბოლო დროს ფეხბურთისგან იმდენ სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, რაც საჭირო იყო“

„ევერტონის“ ახალწვეულმა ჯეკ გრილიშმა, რომლის უფლებებიც „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის, განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხბურთისგან კმაყოფილება ვერ მიიღო. შგახსენებთ, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში „ბრაიტონთან“ მატჩში გრილიშმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხანდახან თითქოს ფეხბურთის სიყვარულს ვკარგავდი - სინამდვილეში არა, მაგრამ უბრალოდ ისე ვერ ვტკბებოდი, როგორც საჭირო იყო, ჩემი ოჯახიც მეუბნებოდა ამას, როცა შინ ვიყავი. ეს არავის გამო არ არის, მხოლოდ ჩემი პრობლემაა.

მაგრამ დიახ, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა ისევ განვიცადო ეს გრძნობა, როცა მატჩის დღეს იღვიძებ და მოუთმენლად ელი მოედანზე გასვლას. დღეს ეს ვიგრძენი და იმედია, ჩემმა თამაშმაც ეს აჩვენა“, - ციტირებს გრილიშის სიტყვებს Manchester Evening News.

„ევერტონმა“ გრილიშის „მანჩესტერ სიტიდან“ იჯარით გადასვლის შესახებ 12 აგვისტოს განაცხადა. 29 წლის ფეხბურთელი 2025/26 წლების სეზონს მერსისაიდელთა შემადგენლობაში გაატარებს. გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ 2021 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088242