თამაშგარე

15:56 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი დონარუმას ტირანი ცოლი ჰყავს

თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, ქმარი ხელში მყარად უჭირავსო, ეს იტალიელი გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას ცოლზე, ალისია ელეფანტეზე ითქმება, რომელიც ქმარს ისე გემრიელად და ხარისხიანად „ამონიტორინგებს“, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც კი შეშურდება.

სადაც კი დონარუმას უთამაშია, ყველა გუნდში იცოდნენ და იციან, რომ ვარჯიშის შემდეგ ჯანლუიჯი სხვაგან წასვლას ვერც კი გაბედავს და თუკი მსწრაფლივ სახლისკენ არ აიღო გეზი, მისი ცოლი ისტერიულად იწყებს ჯერ ქმრის, შემდეგ კი მისი თანაგუნდელების ტელეფონებზე რეკვას და არ გაჩერდება, სანამ ქმარს მოსაწველი ძროხასავით სახლისკენ არ უზამს პირს.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ზაფხულის თუ ზამთრის არდადეგებზე (როცა ფეხბურთელები რთული სპორტული გრაფიკის გამო იშვიათად მაინც ახერხებენ სადმე დასვენებას) კოტრიალს ჯიჯი დონარუმა მხოლოდ და მხოლოდ ცოლთან ერთად ესწრაფვის და „გვერდზე გახედვაზე“ ალბათ ვერც კი ოცნებობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096793