ფეხბურთი

21:42 | 26.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ "მილანში" რაბიო მოითხოვა

„მილანს“ „მარსელიდან“ ადრიენ რაბიოს დამატება სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ხელმძღვანელობას ნახევარმცველის დამატებისკენ მოუწოდა და მისი ფავორიტი ფრანგი ფეხბურთელია, რომელსაც ტურინის „იუვენტუსიდან“ კარგად იცნობს.

რაბიოს ალეგრის ხელმძღვანელობით „იუვეში“ ძალიან კარგი სეზონები ჰქონდა. ადრიენი გუნდში ჩხუბის გამო ტრანსფერზეა დაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგული კლუბი მის შენარჩუნებას არ გამორიცხავდა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

რაბიო „მარსელმა“ შარშან უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელს მანამდე „ტულუზში“, პსჟ-სა და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085908