„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი კარლოს სოლერი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „სოსიედადში“ გააგრძელოს.
კლუბებს შორის ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფეხბურთელიც თანახმაა ბასკეთში გადავიდეს. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ტრანსფერი დაჩქარდეს, რომლის დეტალები უცნობია.
კარლოს სოლერი პსჟ-ს 2022 წელს შეუერთდა და 63 მატჩში 8 გოლი გაიტანა. გასული სეზონი მან იჯარით „ვესტ ჰემში“ გაატარა, ხოლო მანამდე კარიერის საუკეთესო პერიოდში „ვალენსიაში“ აქვს გატარებული. სოლერი პსჟ-ს გეგმებში არ შედის.






