ყაზახეთის ჩემპიონი „კაირატი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა! ალმატელებმა თითქოს წარმოუდგენელი რამ შეძლეს - პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს გამოსვლა და ზედიზედ ოთხი ბარიერი დაძლიეს.
„კაირატმა“ პლეი-ოფში შოტლანდიის ჩემპიონ „სელტიკს“ აჯობა. ორივე მატჩ 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ყაზახებმა 3:2 გაიმარჯვეს. თამაშშიც შეუდარებელი იყო და პენალტების სერიაში სამი პენალტი მოიგერია ტემირლან ანარბეკოვმა!
„კაირატმა“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპამდე მისასვლელად სლოვენიური „ოლიმპია“, ფინური „კუპსი“, სლოვაკური „სლოვანი“ და შოტლანდიური „სელტიკი“ დაამარცხა.
„კაირატში“ ორი ქართველი თამაშობს, რომელთაც შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ: გიორგი ზარიას დღევანდელ მატჩში არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია, ხოლო ლუკა გადრანი სათადარიგო სკამზე იყო.
„კაირატი“ ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე და მეორე ყაზახური გუნდი გახდა, რომელმაც ეს შეძლო. პირველი იყო „ასტანა“ 2015-2016 წლების სეზონში.