სხვა

13:03 | 27.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა ილია თოფურიამ ნოემბერში იბრძოლოს, სავარაუდო მეტოქის ვინაობაც ცნობილია

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია შესაძლოა საქმეში მალე ვიხილოთ. როგორც ცნობილი ხდება, დიდია შანსი იმისა, რომ ქართველმა "მატადორმა" UFC 322-ზე იბრძოლოს. აღნიშნული ღონისძიება ნიუ-იორკში, Madison square Garde-ში გაიმართება.

საქმე ისაა, რომ ილია თოფურიას მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა საკუთარ სოციალურ ქსელ Instagram სთორში გამოაქვეყნა ფოტო, რომლის მიხედვითაც, ილია UFC 322-ზე საჩემპიონო ქამრის დაცვას ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ეცდება. აღსანიშნავია, რომ ლუკაშ ორზელმა სთორი მალევე წაშალა, თუმცა გამოცემებს ეს ინფორმაცია არ გამოჰპარვიათ. აქვე ისიც სათქმელია, რომ ბრაზილიელი მებრძოლი რენატო მოიკანო ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება უკვე გადაწყვეტილი ამბავია და UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება.

ცნობისთვის, UFC 322-ი 15 ნოემბერს არის ჩანიშნული, ასე რომ შესაძლოა ილია თოფურია სამეში მალე ვიხილოთ. ქართველმა ბოლო ბრძოლა ივნისსში გამართა, სადაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0935