როგორც უკვე იცით, მარსელის „ოლიმპიკმა“ ადრიენ რაბიო ტრანსფერზე დააყენა და ფრანგმა ფეხბურთელმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი კლუბი უნდა მოძებნოს.
30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით იტალიური და ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი. L'Equipe-ის ცნობით საქმეში "ასტონ ვილა", "ტოტენჰემი" და "მილანი" არიან და მათი წარმომადგენლები რაბიოს მენეჯერთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ყველაზე მეტად ფეხბურთელის გადაბირებასთან ლონდონური კლუბია და მზადაა "მარსელის" მოთხოვნილი თანხა დღესვე გადაიხადოს, რომელიც დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.
ცნობისთვის, რაბიომ „რენთან“ მატჩის შემდეგ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან გასახდელში იჩხუბა, რის გამოც კლუბმა მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ტრანსფერზე დააყენეს როუც. რაბიო „მარსელმა“ შარშან უფასოდ დაიმატა და მას შემდეგ 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ფრანგ ფეხბურთელს მანამდე „ტულუზში“, პსჟ-სა და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები.









