საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა ესპანურ „ვილიარეალში“ გადავიდეს.
როგორც ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, ესპანელები ქართველი ფორვარდის შეძენას ცდილობენ და „ყვითელმა სუმბარინამ“ „ლიონს“ პირველი შეთავაზება გაუგზავნა.
თავის მხრივ, „ლიონი“ ფინანსურ კრიზისშია და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 40 მილიონი ევროს გამომუშავება სჭირდება, ამიტომაც, თანახმაა მიქაუტაძე მისაღებ ფასად გაყიდოს.
როგორც ფრანგულ მედიაში წერია, „ვილიარეალი“ მზადაა დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ესპანურმა კლუბმა მიმდინარე ზაფხულს ალექს ბაენა, ტიერნო ბარი და იერემი პინო დაკარგა, შესაბამისად, შეტევის გაძლიერება სურს. Footmercato წერს, რომ მიქაუტაძეც არაა წინააღმდეგი ესპანეთში კარიერის გაგრძელების, მით უფრო კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. „ვილიარეალმა“ ეს სეზონის კარგად დაიწყო და ლა ლიგის ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.
ფრანგი ჟურნალისტი სებასტიან დენისიც ადასტურებს "ვილიარეალის" ინტერესს, მაგრამ წერს, რომ შეთავაზება ჯერ არ გაკეთებულა. აღნიშნული წყაროს ცნობით, ინტერესს ესპანური კლუბის გარდა, ინგლისური "ბრენტფორდიც" გამოხატავს.
„ვილიარეალი“ და „ბრენტფორდი“ გიორგი მიქაუტაძის შეძენით არიან დაინტერესებულნი. „ლიონს“ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღი, მაგრამ „ვილიარეალი“ მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. მიქაუტაძის გასაშვებად ფრანგული გუნდის დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო“, - წერს დენისი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ თუ "ვილიარეალი" 30 მილიონ ევროდ იყიდის მიქაუტაძეს, ის ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება. ამჟამად "ვილიარეალის" ყველაზე ძვირადღებული შენაძენი რენატო ვეიგაა, რომლის სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ 28 მილიონი გადაიხადა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა.