"ნიურნბერგის" ვებგვერდზე ლუკა ლოჩოშვილისა და მოჰამედ ალი ზომას ერთობლივი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ წნეხს უნდა გაუძლონ და კრიზისული სიტუაციიდან გუნდურად გამოვიდნენ.
„მე მას იტალიურად ვავარჯიშებ და ვეხმარები ჩვენი სათამაშო სისტემის გაგებაში, რათა ადაპტაცია უფრო სწრაფად გაიაროს. იტალიაში ხშირია ერთი-ერთზე დაცვა და თამაში ძალიან ტაქტიკურია. მე უკვე ვუთხარი მას, რომ თავისი სისწრაფეი და თვისებები უნდა გამოიყენოს“, - ამბობს ლუკა.
თავის მხრივ ალი ზომამ ლუკას შესახებ საუბრობს: „ლუკა ძალიან მეხმარება, ბევრ რამეს მიხსნის. იგივე ეხება მწვრთნელსაც, რომელიც ჩემთან იტალიურად საუბრობს“.
ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ცუდი სტარტის მიუხედავად ოპტიმისტურადაა განწყობილი: „მომავალში ისე უნდა ვითამაშოთ 90 წუთი, როგორც „მიუნსტერთან“ მეორე ტაიმი ჩავატარეთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ თამაშზე გაამახვილოს ყურადღება და თამაშში მეტი აგრესია, ვნება შეიტანოს. თუ ყველა მიაღწევს თავის მიზნებს და კარგად ითამაშებს, გუნდის საერთო თამაშიც გაუმჯობესდება. მე უკვე დავაგროვე გარკვეული გამოცდილება და ვგრძნობ, რომ შემიძლია ეს ახალგაზრდა მოთამაშეებს გადავცე. თუმცა, იგივეს გაკეთება ახალგაზრდებსაც შეუძლიათ, ამ შემთხვევაში უფრო ძლიერები ვიქნებით. ახალგაზრდა გუნდი გვაქვს, ბევრი ჩვენგანი ჯერ კარგად არ იცნობს არსებულ სიტუაციას და ზეწოლას. ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ ზეწოლას, ჩვენი გამორჩეული ფანების მხარდაჭერით, რათა დადებით შედეგებს მივაღწიოთ. ამის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი რამ თავის ადგილზე დადგება", - თქვა ლუკამ.
შეგახსენებთ, რომ "ნიურნბერგმა" მიმდინარე სეზონში ამ ეტაპზე ყველა მატჩი წააგო - II ბუნდესლიგაში სამი, ხოლო გერმანიის თასს ობერლიგის გუნდის წინააღმდეგ პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა.