კალათბურთი

17:27 | 27.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "კარგად ვარ, ახლა მთავარია, რომ საუკეთესო ფორმა მალე აღვიდგინო"
"არ მინდა, რომ გუნდისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყო"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, თავს კარგად გრძნობს და ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე ბოლომდე მზად იყოს.

„აღფრთოვანებულები ვართ აქ ყოფნით. როგორც იცით, უკვე ზედიზედ მეექვსედ ხდება, რომ ევრობასკეტზე ვართ. ეს მიღწევა ძალიან გვეამაყება. ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. ასე რომ, დიახ, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ აქ ყოფნით.

ძალიან კარგია, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩვენთან ერთად არიან, განსაკუთრებით გასვლით თამაშებზე, უცხო გარემოში. ნაცნობი სახეების ნახვა, შენი დროშის დანახვა – ეს მართლაც განსაკუთრებულია. ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვითამაშოთ, გავახაროთ ისინი და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რისთვისაც აქ მოვედით.

მადლობა, რომ ნერვიულობთ ჩემზე, მაგრამ გეტყვით – ნუ იდარდებთ. კარგად ვარ. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგადაა. სიტუაცია იდეალური არ არის, მაგრამ არასოდესაა იდეალური. ადრეც მქონია ასეთი გამოცდილება. ახლა მთავარი ისაა, რომ ვიპოვო გზა, ვიყო საუკეთესო ფორმაში, რომ გუნდს დავეხმარო მიზნის მიღწევაში. მთავარი კი ისაა, რომ ჩემი ჯანმრთელობა სტაბილურია. უბრალოდ დროის საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მზად ვიყო. ასე რომ, ნუ იდარდებთ, ყველაფერი კარგადაა.

თუ ჩემი თამაშის შანსზე იქნება კითხვა, პასუხს ამ საკითხზე შევიტყობთ დღევანდელი დღის ბოლოს. აქამდე ვარჯიშები კარგად მიდიოდა. ბოლოს ორი ვარჯიში პირდაპირი კონტაქტითაც გავიარეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ორი კვირა არაფრის გაკეთების შემდეგ ცოტა რთულია საუკეთესო ფორმაში ყოფნა, რომ გუნდს დავეხმარო. თუ ვერ ვითამაშებ, ეს იმიტომ იქნება, რომ ფორმაში არ ვარ, გულთან ყველაფერი რიგზეა. "ბარსელონას" ექიმებმა მითხრეს, რომ არაფერი სერიოზული არ მაქვს გულთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო და გუნდს დავეხმარო.

მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა, ერთადერთი, რაზეცაა დამოკიდებული ჩემი თამაშის საკითხი მომდევნო მატჩში, ესაა თუ რამდენად მოვახერხებ იმ დონეზე ფორმაში შესვლას, რომ გუნდს დავეხმარო. არ მინდა, რომ გუნდისთვის ზედმეტი ტვირთი გავხდე, რადგან ორი კვირაა მართლა საერთოდ არაფერი გამიკეთებია, არ შეიძლებოდა რამის გაკეთება და დატვირთვა. უბრალოდ სამჯერ ვივარჯიშე ხვალინდელ თამაშამდე. ამიტომ, ყველაფერს ვცდილობ, რომ მზადყოფნაში ვიყო, რომ ოდნავ მაინც შევძლო გუნდის დახმარება.

რაც შეეხება ესპანეთს, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს და მთლიანი სტრატეგია ამაზე უნდა დავაფუძნოთ და შევერკინოთ ესპანელებს“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097885