ფეხბურთი

23:10 | 27.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშმა" "იუვენტუსიდან" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

პორტუგალიელი მცველი ტიაგო ჯალო ტურინის „იუვენტუსიდან“ სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

თურქულმა კლუბმა „იუვენტუსს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

25 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსმა“ 2024 წლის იანვარში „ლილიდან“ შეიძინა, მაგრამ მან იტალიურ გრანდში ერთადერთი თამაში ჩაატარა, ხოლო გასული სეზონი იჯარით „პორტუში“ ითამაშა, სადაც 17 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა. კარიერის სტარტზე ჯალო „ლილში“ გამოდიოდა, სადაც 102 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164429