„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი სირცხვილი იგემა და ინგლისის ლიგის თასს 1/32 ფინალში არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისის მე-4 დივიზიონის ბინადრის, „გრიმბსი თაუნის“ წინააღმდეგ დამარცხდა!
რუბენ ამორიმის გუნდმა პრემიერლიგაში ცუდი სტარტი აიღო, ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს და ახლა თასიდანაც გავარდა.
პირველივე ტაიმში „გრიმბსი“ ჩარლს ვერნამისა და ტაირელ უორენის გოლებით 2:0 დაწინაურდა და სენსაციის სუნი დატრიალდა. „მანჩესტერმა“ მეორე ტაიმში შეცვალა სიტუაცია, რადგან 75-ე წუთზე ბრაიან მბუემო გაიტანა, ხოლო 89-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა გაათანაბრა - 2:2.
მატჩი ასე დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „გრიმბსიმ“ 12:11 მოიგო და ისტორია დაწერა.
„მანჩესტერი“ ახლოს იყო პენალტების სერიის მოგებასთან, საკმარისი გახლდათ მათეუშ კუნიას გაეტანა მეხუთე პენალტი, მაგრამ ვერ გაიტანა და სერია გაგრძელდა. მერე „გრიმბსის“ შეცდომა აღარ დაუშვია, ხოლო მე-13 პენალტი ბრაიამ მბუემ ხარიხას გაარტყა და დიდი სენსაცია დაფიქსირა.
„მანჩესტერი“ „გრიმბსის“ 77-წლიანი პაუზის შემდეგ ესტუმრა და ამ გუნდის წინააღმდეგ ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსიც აქვს. აღსანიშნავია, რომ ლიგის თასიდან „მანჩესტერი“ მე-4 დივიზიონის გუნდმა ისტორიაში პირველად გააგდო. რუბენ ამორიმის დრო ალბათ „ოლდ ტრაფორდზე“ დათვლილია.