„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ისაუბრა თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ბენფიკასთან“ მარცხზე (0:1; პირველი მატჩი - 0:0).
„პირველ ტაიმში ვცდილობდით ბურთის ფლობას, მაგრამ ამას მხოლოდ შესვენების შემდეგ მივაღწიეთ. არ მიყვარს საბაბების ძებნა იქ, სადაც არ არის. გუნდი, რომელმაც გამარჯვება დაიმსახურა, ჩვენზე ძლიერი იყო, უკეთესი მოთამაშეებით და მეტი გამოცდილებით. ჩემპიონთა ლიგაზე რომ მოვხვედრილიყავით, ალბათ მხოლოდ რვა მატჩს ჩავატარებდით, ევროპა ლიგაზე კი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ“, - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა Record.
ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ, თურქული გუნდი გამოეთიშა ევროპის მთავარი ტურნირიდან და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.