ფეხბურთი

14:06 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნკუნკუ „ჩელსიდან“ „მილანში“ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა

იტალიურმა „მილანმა“ „ჩელსისთან“ ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერზე 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ (ბონუსების ჩათვლით), შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი „როსონერისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ნკუნკუ „ჩელსის“ შემადგენლობაში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე 62 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091702