ფეხბურთი

18:30 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლას ჯექსონი მიუნხენის "ბაიერნში" გადადის

მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელ ნიკოლას ჯექსონს დაიმატებს.

ტრანსფერზე მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და სენეგალელი ფორვარდი ერთ ნაბიჯშია, რომ გერმანულ კლუბს შეუერთდეს. „რეკორდმაისტერი“ ნიკოლასს იჯარით დაიმატებს და ჰარი კეინის ალტერნატივა იქნება.

ნიკოლას ჯექსონი, რომელმაც 2023 წლიდან „ჩელსიში“ 81 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ენცო მარესკას გეგმებში არ შედის. მანამდე ის ესპანეთში თამაშობდა, სადაც „მირანდესის“ და „ვილიარეალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095151