ფეხბურთი

15:23 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყების დრო შეცვალა

ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გასამართი ფინალი, სავარაუდოდ, 2026 წლის 30 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიწყება, თავდაპირველად დაგეგმილი 23:00 საათის ნაცვლად.

„მიუხედავად იმისა, რომ კვირის შუა დღეებში მატჩების 23:00 საათზე გამართვა კარგია, შაბათს ფინალის ადრე დაწყება თამაშის ადრე დასრულებას ნიშნავს - დამატებითი დროისა და პენალტების მიუხედავად - და გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, დარჩენილი საღამო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სეზონის საუკეთესო თამაშზე ისაუბრონ“, - განაცხადა უეფამ-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

ორგანიზაციამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი დაწყების დრო ემთხვევა უფრო ხელმისაწვდომ სამაუწყებლო ფანჯარას, რაც ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვას.

2024/25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პსჟ და „ინტერი“ შეხვდნენ. ფრანგულმა გუნდმა 5:0 გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173659