კალათბურთი

20:09 | 28.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "უზომოდ ვამაყობ ჩემი გუნდით და გულშემატკივრებით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გამარჯვების (83:69) ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გულშემატკივარმა თამაშის რთულ მომენტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გუნდს მოდუნებს უფლება არ მისცა:

„მართლაც შესანიშნავი თამაში გვქონდა, კარგად ვითამაშეთ ფარზე, კარგად ვანაწილებდით ბურთს და ეს კიდევ უფრო კარგად უნდა გავაკეთოთ მომდევნო თამაშებში. შესანიშნავი მატჩი იყო, შესანიშნავი დასაწყისია და ბრწყინვალე შედეგი. მინდა ვთქვა, რომ უზომოდ ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, სამწვრთნელო შტაბით, იმ ადამიანებით, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, და მათითაც, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა.

არაერთხელ მითქვამს, რამხელა ფასი აქვს ჩვენთვის გულშემატკივარს. ყველას უხარია სახლში თამაში, მაგრამ როცა გულშემატკივარს უცხო მოედანზე ხედავ, სულ სხვა გრძნობაა. თამაშის ბოლოს თითქოს თამაში დაიძაბა, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივარმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოვდუნებულიყავით. დიდი მადლობა, ვისაც ჩვენი ბოლომდე სჯეროდა, ჩვენს ნამდვილ გულშემატკივარს და ხაზგასმით ვამბობ: ნამდვილ გულშემატკივარს“.

ბოლო ორ კვირაზე ბევრი არაფერია სათქმელი. უბრალოდ ვისვენებდი მთელი დღე, ბევრი არაფერი შემეძლო გამეკეთებინა. აქ სამი დღის წინ ჩამოვედი. არ დავმალავ იმას, რომ როდესაც ექვსი თამაში წავაგეთ, გულწრფელად რომ გითხრათ, ბიჭებს კარგი შეგრძნება არ ჰქონდათ, მაგრამ გვწამდა საკუთარი თავის, ერთმანეთის. დღეს სწორედ ეს ვთქვით. მთავარია, როგორ ვთამაშობთ და არა ვის ის, თუ ვის ვეთამაშებით. თუ საკუთარ თავზე უფრო ვფოკუსირდებით და ერთმანეთის უფრო მეტი ნდობა გვექნება, შეგვიძლია ვისთანაც არ უნდა იყოს, ვითამაშოთ.

მიხარია და უნდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რომ მამუმ იფრინა, იმიტომ რომ იგრძნო და დაინახა, შეეძლო. თუმცა საბოლოოდ ერთი კაცი ვერაფერს შეცვლის, ეს გუნდური თამაშია და უზომოდ ვამაყობ გუნდით. მწვრთნელსაც ძალიან ბევრი სირთულის გავლა მოუწია. ხანდახან ერთ თამაშში ორი კაცი აკლდა, შემდეგ სამი, ზოგჯერ ვარჯიშზე მხოლოდ რვა კაცი ჰყავდა. არც გუნდის კაპიტანი ჰყავდა. ასეთ დროს ის უბრალოდ მწვრთნელი კი არა, უკვე დიდი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. მან საოცარი სამუშაო შეასრულა და ქება მხოლოდ მე არ მეკუთვნის, არამედ მასაც“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე იტალიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091809