„ნიუკასლ იუნაიტედმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ აჯობა და „შტუტტარტის“ თავდამსხმელ ნიკ ვოლტემადეს დაიმატებს.
მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონ ევროზე მეტია, ხოლო სამედიცინო შემოწმებას გერმანელი ინგლისში უახლოეს 24 საათში გაივლის.
ვოლტემადეს გადაბირებას მთელი ზაფხული „ბაიერნი“ ცდილობდა, მაგრამ „შტუტგარტთან“ შეთანხმებას ვერ შეძლო. ფეხბურთელიც უკვე დათანხმდა „ნიუკასლს“, სადაც მან წესით ალექსანდერ ისაკი უნდა შეცვალოს, რომელიც „ლივერპულში“ გადავა.
ნიკ ვოლტემადემ „შტუტგარტში“ 2024 წლიდან 24 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ელვერსბერგისა“ და „ვერდერის“ ღირსებას იცავდა.