კალათბურთი

0:47 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიას დონჩიჩმა ვერ უშველა, იანისის ლიდერობით საბერძნეთმა იტალიას აჯობა

ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში გრძელდება და პირველი ტურის მატჩები C და D ჯგუფებში გაიმართა.

საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე გამარჯვებაზე ესპანეთის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, იცით. ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა.

ბოსნიის ნაკრებმა მასპინძლები კვიპროსი ადვილად დაამარცხა - 91:64. კვიპროსელებმა მხოლოდ მესამე პერიოდის მოგება შეძლეს, 23:11, მაგრამ დანარჩენი სამი პერიოდი ისეთი სხვაობით წააგეს, რომ გამარჯვების შანსი არ ჰქონიათ. საბერძნეთის ნაკრებმა იტალიას ზედმეტი პრობლემების გარეშე 75:66 სძლია. ბერძნებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 10-ქულიანი უპირატესობა, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ. საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო იყო, რომელმაც 31 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მეორე ტურში 30 აგვისტოს, საქართველო იტალიას შეხვდება, ესპანეთი ბოსნიას, ხოლო კვიპროსი საბერძნეთს.

D ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიას 92:64 სძლია და ტურნირი დამაჯერებლად დაიწყო. ისრაელმა ისლანდიას მოუგო 83:71. პოლონეთის ნაკრებმა სლოვენიის ნაკრები 105:95 დაამარცხა. სლოვენიას ლუკა დონჩიჩის 34 ქულამ და 9 პასმა ვერ უშველა. სამაგიეროდ, პოლონეთში ჯორდან ლოიდი 32 ქულით და მატეუშ პონიტკა 23 ქულით გამოირჩა.

D ჯგუფის მეორე ტურში 30 აგვისტოს, საფრანგეთი სლოვენიას, პოლონეთი ისრაელს და ისლანდია ბელგიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099112