ფეხბურთი

2:25 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეხანდრო გარნაჩო კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი ალეხანდრო გარნაჩო კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია. არგენტინელის სანაცვლოდ „ჩელსი“ 45 მილიონ ევროს გადაიხდის, გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10% „მანჩესტერს“ ერგება. ფეხბურთელი ლონდონელებთან კონტრაქტს 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ალეხანდრო გარნაჩოს აქამდე მხოლოდ „მანჩესტერში“ აქვს ნათამაშები, რომლის მაისურით 144 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091727