სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერი გაათავისუფლეს.
ნორვეგიელ სპეციალისტს სამსახური კონფერენს ლიგის პლეი-ოფში შვეიცარიულ „ლოზანასთან“ მარცხის (0:1, ორი მატჩის ჯამში 1:2) შემდეგ დაუყოვნებლივ დაატოვებინეს. მოგეხსენებათ, „ლოზანას“ ღირსებას გაბრიელ სიგუა იცავს.
„ბეშიქთაშმა“ სეზონი ევროპა ლიგაზე დაიწყო, სადაც „შახტართან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადავიდა, მაგრამ ფაზის ეტაპზე ამ შემთხვევაშიც ვერ გავიდა, რადგან შვეიცარიული ბარიერი ვერ დაძლია.
თურქეთის ჩემპიონატში „ბეშიქთაშს“ ჯერ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, რომელიც მოიგო.