ფეხბურთი

11:00 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ორი ტრანსფერი შეათანხმა: დანიელი ფორვარდი და მაკედონიელი ნახევარმცველი

„ლაიფციგის“ ფეხბურთელი ელიფ ელმასი „ნაპოლიში“ დაბრუნდება. კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა.

ჩრდილომაკედონიელი იტალიაში იჯარით დაბრუნდება, გამოსყიდვის უფლებით, რომლის ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევრო იქნება.

ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019-2024 წლებში 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა, შემდეგ „ლაიფციგში“ გადავიდა, სადაც 22 უგოლო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ტორინოში“ იყო, სადაც 13 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

გარდა ამისა, „ნაპოლი“ ძალიან ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რასმუს ჰოილუნის გადაბირებასთან, რომელმაც ტრავმირებული რომელუ ლუკაკუ უნდა შეცვალოს. უახლოეს პერიოდში ეს ტრანსფერიც დადასტურდება.

22 წლის რასმუს ჰოილუნმა „მანჩესტერში“ 2023 წლიდან 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მას იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ერთი სეზონი „ატალანტაში“ გაატარა. მანამდე დანიელი გრაცის „შტურმის“ და „კოპენჰაგენის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093973