სხვა

10:15 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა ჩაინიშნა

UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარს ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ შეეცდება. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა დაადასტურა.

ბრძოლა UFC 322-ის მთავარი მოვლენა იქნება, აღნიშნული ღონისძიება ნიუ-იორკში, Madison square Garde-ში 16 ნოემბერს გაიმართება.

ჯეკ დელა მადალენამ ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მაისში მოიპოვა, როდესაც ბელალ მუჰამედი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ავსტრალიელის რეკორდი 18 გამარჯვება და 2 მარცხია, რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, დაღესტნელმა ბოლო ბრძოლა 19 იანვარს გამართა, სადაც რენატო მოიკანო მარტივად დაამარცხა და შემდეგ მსუბუქი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა. მისი რეკორდი 27 გამარჯვება და 1 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179006