ფეხბურთი

15:00 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება შედგა, ლაშა ოდიშარია კარიერას ლა ლიგა 2-ში გააგრძელებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და ლატვიური რფს-ის შემტევი ლაშა ოდიშარია კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ ხიხონის "სპორტინგში" გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მაინც შედგა და ოდიშარიას "სპორტინგში" ითამაშებს. თავდაპირველად ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება და სეზონის დასრულების შემდეგ ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ესპანელების ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.

ლაშა ოდიშარია 2024 წლიდან რფს-ის ღირსებას იცავს, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში ის განაცხადშიც არ იყო. მას რფს-მდე „დინამო თბილისსა“ და მარტვილის „მერანში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.14862