სხვა

21:00 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "თუ უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა კიდევ მომიწევს, მე მას უბრალოდ გავანადგურებ"

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქართველმა "მანქნამ" არაერთ საკითხზე ისაუბრა. მათ შორის მერაბს კითხვა უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო რემატჩზეც ჰკითხეს.

"თუ უმარი სატიტუო ორთაბრძოლას დაიმსახურებს, რა თქმა უნდა ჩვენ ისევ ვიბრძოლებთ და ამჟერად მე მას უბრალოდ გავანადგურებ. სადაც ახლა ვიმყოფები და რასაც მივაღწიე ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია, მან კი ეს ყველაფერი მისი ბიძაშვილის სახელით დაიმსახურა და მის გამო იყო უმარის მიმართ დიდი ყურადღება და მოლოდინები. მე მის მიმართ ყოველთვის პატივისცემას ვიჩენდი, თუმცა საპირისპიროდ მან ჩემს მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გამოავლინა. ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა და ეს ყველაფერი პირადული იყო." - განაცხადა დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვარს მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველი "მანქანა" მომდევნო ბრძოლას 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენთან გამართავს, ხოლო უმარ ნურმაგომედოვი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოქტაგონში 25 ოქტომბერს ბრუნდება და მისი მოწინააღმდეგე მარიო ბაუტისტა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090554