ფეხბურთი

16:35 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მონტელამ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩისთვის თურქეთის შემადგენლობა დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ვინჩენცო მონტელამ თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა სპეციალისტმა ნაკრებში 28 ფეხბურთელს უხმო.

თურქეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 7 სექტემბერს ესპანეთს საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.

თურქეთის ნაკრების 28-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:


მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერი), ბერკე ოზერი (ლილი), მერღ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურკან ჩაქირი (ტრაბზონსპორი).

მცველები: აბდულქერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიუნჯუ (ფენერბაჰჩე), ერენ ელმალი (გალათასარაი), ფერდი ქადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), მერთ მიულდური (ფენერბაჰჩე), სამეთ აქაიდინი (რიზესპორი), იუსუფ აქჩიჩეკი (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა).

ნახევარმცხელები: დემირ ეჯე თინკაზი (ბეშიქთაში), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), ქაან აიჰანი (გალათასარაი), ორკუნ კოკჩუ (ფენერბაჰჩე), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი).

თავდამსხმელები: არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ჯან უზუნი (აინტრახტი), დენიზ გიული (პორტუ), ირფან ჩან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აკთურქოღლუ (ბენფიკა), ოგუზ აიდინი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (გალათასარაი).

ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩი 4 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08811