ფეხბურთი

19:12 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე ჩვენთვნის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სიტუაციაში კლუბის მესმის"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მიქაუტაძისა და მალიკ ფოფანას შესახებ ისაუბრა, რომლებიც კლუბიდან წასვლის კანდიდატები არიან.

„მსურს მათი შენარჩუნება, ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ვიცით, რომ ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ფეხბურთელის გაყიდვა მოგვიწევს და ამისთვის მზად ვართ. მგონია, რომ ისინი „მარსელის“ წინააღმდეგ ითამაშებენ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ფონსეკამ.

ზაფხულის განმავლობაში მიქაუტაძის ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. შემდეგ თითქოს, ის „ლიონისთვის“ ხელშეუხებელიც იყო, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა - ფრანგულ კლუბს 40 მილიონი ევროს შემოსავალი სჭირდება და გაყიდვის მთავარი კანდიდატი სწორედ 24 წლის ქართველი ფორვარდია. მიქაუტაძეს მიმართ ბოლო პერიოდში ინტერესს "ვილიარეალი", ბრენტფორდი", "ბარნლი", „ასტონ ვილა“ და საუდის არაბეთის „ნეომი“ იჩენენ. ბოლო ცნობებით, „ასტონ ვილას“ გიორგისთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს და კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088685