სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:19 | 29.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" მოიგო, "ტორპედო" და "დინამო ბათუმი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურმა აიღო სტარტი და ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად „სამგურალი“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. 23-ე წუთიდან „სამგურალი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო. „იბერია“ 52 ქულით პირველია და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალს“ 23 ქულა გააჩნია და „ტორპედოს“ ეთამაშება.

უგოლოდ დასრულდა „დინამო თბილისისა“ და „გარეჯის“ დაპირისპირება. „დინამო“ 38 ქულით მესამეა და „გაგრას“ დაუპირისპირდება, „გარეჯი“ კი 21 ქულით მერვეა და წინ „თელავთან“ მატჩი აქვს.

კიდევ ერთ მატჩში დაფიქსირდა ფრე: „დინამო ბათუმმა“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს. მასპინძლები პირველივე წუთზე თორნიკე კირკიტაძის გოლით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ორი გოლით უპასუხეს, რომლებიც კომნენ ანდრიჩმა და ბიორნ იონსენმა გაიტანეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ქულა მაინც გადაარჩინა, რადგან 82-ე წუთზე უერდი მარამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

„დინამო ბათუმი“ 35 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „ტორპედო“ 33 ქულით მეხუთე საფეხურზეა და „სამგურალთან“ დერბი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162765