ფეხბურთი

12:50 | 30.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" პოლონელი მცველი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ვარშავის „ლეგიადან“ იან ზიოლკოვსკი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პოლონელმა ცენტრალურმა მცველმა „ჯალოროსისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „ლეგიამ“ 6 მილიონი ევრო მიიღო. მომდევნო ტრანსფერიდან პოლონურ კლუბს თანხის 10% ერგება.

იან ზიოლკოვსკი „ლეგიას“ აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.129507