„ბაიერის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მომავალს კლუბში განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ „ფარმაცევტები“ „ვერდერთან“ გერმანიის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში წარუმატებლად ითამაშებენ. რომელიც შაბათს, 30 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ Bild იტყობინება.
წყაროს ცნობით,ნიდერლანდელი სპეციალისტის პოტენციური გათავისუფლება შესაძლოა სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს მოხდეს. ხაზგასმულია, რომ „ბაიერში“ „ნერვიულობა იზრდება“. კლუბი მიიჩნევს, რომ ტენ ჰაგს საკმარისად კონკურენტუნარიანი შემადგენლობა არ ჰყავს ბუნდესლიგის ლიდერებთან მეტოქეობისთვის.
55 წლის სპეციალისტი ლევერკუზენის გუნდის მთავარ მწვრთნელად ამ ზაფხულს დაინიშნა. გერმანიის ჩემპიონატის პირველ რაუნდში „ბაიერმა““ ჰოფენჰაიმთან“ (1:2) წააგო.









