დღეს, 30 აგვისტოს, ტამპერეში (ფინეთი), 2025 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე დღის ფარგლებში ლიეტუვასა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების, გერმანელების სასარგებლოდ ანგარიშით 107:88 (32:20, 23:27, 28:25, 24:16) დასრულდა.
გერმანიის ნაკრებში ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე იყო 31 წლის მცველი დენის შრიოდერი. მატჩის განმავლობაში გერმანელმა მოთამაშემ 26 ქულა მოაგროვა, სამი მოხსნა და ექვსი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
ლიეტუვის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 24 წლის მცველი როკას იოკუბაიტისი გახლდათ. მან 20 ქულის მოპოვება, სამი მოხსნა და შვიდი შდეგიანი გადაცემაც გააკეთა.