დასრულდა ევრობასკეტ 2025-ის C ჯგუფის მატჩი (სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს), საბერძნეთისა და მასპინძელ კვიპროსის ეროვნულ გუნდებს შორის. ბერძნებმა მეტოქე არ დაინდეს და 27 ქულით, 96:69 დაამარცხეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბერძენი კონსტანტინოს მითოღლუ გახდა 18 ქულით, 2 მოხსნით და ერთი შედეგიანი გადაცემით.
ასე რომ, ორი მოგებით და 4 ქულით ჯგუფში საბერძნეთი ლიდერობს. 3-3 ქულა იტალიას და საქართველოს აქვთ და შესაბამისად მე-2-3 ადგილებს იყოფენ. იტალიელები წინ ბურთებს უკეთესი ბალანსის წყალობით არიან (+7), ჩვენი ბალანსი -2-ია.
შემდეგ მოდიაან 2-ქულიანი ბოსნია და კვიპროსი. ხოლო ბოლო ადგილზე 1-ქულიანი ესპანეთია, რომელც თავის მატჩს დღეს, 30 აგვისტოს გამართავს ბოსნიასთან 22 საათსა და 30 წუთზე.