ფეხბურთი

0:20 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

40 წლის რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის გამოიძახეს

პორტუგალიის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ეროვნული გუნდის შემადგენლობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სექტემბრის შესარჩევი მატჩებისთვის. მასში შედის 40 წლის „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. „მილანის“ გარემარბი რაფაელ ლეაო, რომელიც სერია A-ს პირველ ტურში დაშავდა, განაცხადში არ არის..

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დიოგუ კოშტა („პორტუ“), რუი სილვა („სპორტინგი“), ხოსე სა („ვულვერჰემპტონი“);

მცველები: დიოგუ დალო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჟოაუ კანსელუ („ალ-ჰილალი“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“), რენატო ვეიგა („ვილიარეალი“), ანტონიუ სილვა („ბენფიკა“), ნუნუ მენდეში (პსჟ), გონსალუ ინასიუ („სპორტინგი“)

ნახევარმცველები: ჟოაუ პალინია („ტოტენჰემი“), ჟოაუ ნევეში, ვიტინია (ორივე პსჟ), რუბენ ნევეში („ალ-ჰილალი“), ბრუნუ ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ბერნარდუ სილვა („მანჩესტერ სიტი“);

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ნასრი“), პედრო ნეტუ („ჩელსი“), ფრანსიშკუ ტრინკაუ („სპორტინგი“), ფრანსიშკუ კონსეისაუ („იუვენტუსი“), გონსალუ რამუში (პსჟ), პედრუ გონსალვეში („სპორტინგი“), ჟოაუ ფელიქსი („ალ-ნასრი“).

შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესის შეგირდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სექტემბრის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში სომხეთსა (6 სექტემბერს) და უნგრეთს (9 სექტემბერს) შეხვდებიან. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163847