პსჟ-ს საქმე ისეა, ფრანგულ ლიგა 1-ში თამაშებს ვარჯიშ-ვარჯიშით იგებს. ამჯერადაც ასე მოხდა, მასპინძელმა „ტულუზამ“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მრისხანე პარიზელებს ფრანგული ლიგა 1-ის მესამე ტურში.
უკვე ნახევარი საათის თავზე, სტუმრები 0:4 იგებდნენ, თანაც როგორ; ჟოაუ ნევეშის დუბლი ფანტასტიკური, თითქმის იდენტური „მაკრატელებით,“ შვიდწუთიან ინტერვალში, ასევე ეფექტური გოლი ბრედლი ბარკოლასი, როცა ჩვეული სისწრაფით შეიჭრა საჯამოში და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. უსმან დემბელეს ზუსტი პენალტი, მერე ახალწვეული მეკარის შევალიეს გმირობა: მან ორჯერ მოიგერია მეტოქის პენალტები. ერთხელ აუღო კრისტიან კასერესს, მაგრამ ერთ-ერთი პარიზელი ნაადრევად შესულიყო საჯარიმოში და თავიდან დაარტყმევინეს. ისევ აუღო... მოკლედ ერთობ მხიარული თამაში გამოვიდა.
ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, დეზირე დუეს ნაცვლად. ამ დროისათვის ანგარიში უკვე 1:5 იყო. დემბელეს კიდევ ერთი პენალტის გატანა მოესწრო. მერე ნევეშის კიდევ ერთი შედევრი და ჰეთ-თრიქი.
მერე პსჟ მოეშვა, მასინძლებმა კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს. საბოლოოდ 3:6.
ახლა ხვიჩა თბილისში ჩამოვა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას თურქეთის და ბულგარეთის ეროვნულ გუნდებთან.