ფეხბურთი

11:03 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "უფრო პრესეზონის მატჩს ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ შეხვედრას"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან“ საოცარი მატჩის (6:3) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს, რადგან თამაშს აკონტროლებდნენ:

„სტადიონზე ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. შესანიშნავი ატმოსფერო, ძალიან პოზიტიური. ჩვენ 6:1 ვიგებდით და გულშემატკივრები კვლავ „ტულუზისთვის“ მღეროდნენ. ვაკონტროლებდით მატჩს მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც შეტევა სურდა. ძალიან კარგად ვითამაშეთ. მატჩის დასასრული ცუდი იყო, მაგრამ მეტოქეს ხარისხიანი თამაში ჰქონდა. ეს უფრო წინასასეზონო მატჩს ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ მატჩს. კარგი სამუშაო შევასრულეთ. გამარჯვება დავიმსახურეთ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟოაო ნევეშმა ეს ჩვენთან ერთად და ვფიქრობ, მის კარიერაშიც გააკეთა. საქმე მხოლოდ მის სამ გოლში კი არა, მათი გატანის მანერაშიცაა. იმედი მაქვს, თავდაჯერებულობას მოიპოვებს და მიხვდება, რომ კიდევ უფრო მეტის გატანა შეუძლია. ის ძალიან ახალგაზრდაა. ეს უჩვეულო არ არის. ჟოაოს აქვს გოლის გატანის უნარი, რასაც ვარჯიშებზეც ვხედავ.

შევალიე? ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ხასიათისა და პიროვნების თვალსაზრისით, მასში ძალიან კარგი რამ შევნიშნე. პსჟ-ს მეკარეობა ადვილი არ არის. ის ყოველ წამს ავლენს თავის თვისებებს. მატჩის შემდეგ გაბრაზებული იყო, რადგან არცერთ მეკარეს არ უყვარს სამი გოლის გაშვება. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშითა და ხასიათით. ის გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვეხმარება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ლიგა 1-ის სამ ტურში 9 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ 14 სექტემბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091105