კალათბურთი

11:30 | 31.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას სასჯელი ცნობილია

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატზე დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

ქართველი კალათბურთელი იტალიასთან შეხვედრის მიწურულს მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გააძევეს და ის მხოლოდ ფულადი ჯარიმით დასაჯეს, ხოლო დისკვალიფიკაცია არ მიუციათ.

ამრიგად, დღეს, საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის უფლება აქვს და მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის გადასაწყვეტია, ითამაშებს თუ არა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097169